Thumbnail

ნახეთ: მიშო ურუშაძე პროექტში In Flow: Producers

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პროდიუსერი მიშო ურუშაძე კომპანია Hennessy-ს სპონსორობით გადაღებული საგანმანათლებლო ჰიპ ჰოპ სერიების In Flow: Producers მეოთხე სტუმარი გახლდათ. 8-წუთიან ვიდეოში არტისტმა მისი და მუსიკოსების, Kid Sublime-ისა და ბექა გოჩიაშვილის ერთობლივი პროექტის Turbulance ამავე სახელწოდების მქონე ალბომის, მასში შესული კომპოზიციის Speak Easy, ასევე კომპილაციურ ჩანაწერში "დუღილი" წარმოდგენილი ტრეკის Intimate Connection შექმნის შესახებ ისაუბრა.

Sabanadze ჯგუფ KayaKata-ს ჰიტის Polo Palace შექმნის შესახებ საუბრობს

ნახეთ: ჯერონიმომ ისაუბრა, როგორ შექმნა კომპოზიცია "ოსტატები ცერემონიის"

ნახეთ: Kordz საუბრობს, როგორ შეიქმნა მისი და DRO-ს კომპოზიცია Skeet

მიშომ აგრეთვე ილაპარაკა Turbulance-ის მიერ არტისტ Bako-სთან ერთად ჩაწერილ კომპოზიციასა და მისი და ჯაზ პიანისტის, ლუკა თოფურიას კოლაბორაციულ ალბომზე Pace Tua, რომელზეც ისინი ამჟამად მუშაობენ.

პროექტი, რომლის წამყვანიც რეპერი სანდრო ფოფხაძე, იგივე DRO-ა, სულ ოთხი ნაწილისგან შედგება. მის ფარგლებში შემსრულებლებმა მაყურებლებს გააცნეს თავიანთი მუსიკის შექმნის ისტორია, პროცესის ტექნიკური მხარეები და ა.შ. როგორც კომპანია "ჰენესი" აღნიშნავს, მსგავსი საგანმანათლებლო ვიდეოების შექმნის ხელშეწყობა მიზნად ისახავს იმ ადამიანების ინფორმირებას, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ იქმნება მუსიკა.

მიშო ურუშაძემ შემოქმედებითი კარიერა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. 2005 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Harpakhrad გაავრცელა. 2013 წელს კი მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანწერი We Will Meet Again გამოსცა. 2019 წელს ურუშაძემ ლეიბლი Dughili Records დააარსა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული