Thumbnail

ნახეთ: Big Red Machine-მა კოლბერის შოუში კომპოზიცია New Auburn შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ინდი ფოლკ ჯგუფის, Bon Iver-ის ფრონტმენის, ჯასტინ ვერნონისა და The National-ის გიტარისტის, აარონ დესნერის ერთობლივი პროექტი Big Red Machine სტივენ კოლბერის ღამის შოუს ესტუმრა. მუსიკოსებმა გადაცემაში ახალი კომპოზიცია New Auburn და გასულ თვეში გამოცემული სიმღერა Phoenix შეასრულეს. ნამუშევრები დუეტის რიგით მეორე ალბომში How Long Do You Think It’s Gonna Last? შევა, რომელიც 27 აგვისტოს გამოიცემა.

ნახეთ: Big Red Machine - Mimi Ft. Ilsey

ჯასტინ ვერნონმა და აარონ დესნერმა პროექტი 2018 წლის ივნისში ჩამოაყალიბეს. 31 აგვისტოს კი Big Red Machine-ის სადებიუტო, ამავე სახელწოდების ალბომი გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული