Thumbnail

ჯენიფერ ჰადსონმა გაიხსენა, რაზე ისაუბრა არეტა ფრანკლინთან უკანასკნელად

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

13 აგვისტოს ლეგენდარული ამერიკელი არტისტის, არეტა ფრანკლინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის Respect პრემიერა შედგება. ცოტა ხნის წინ ნამუშევრის დახურული ჩვენება გაიმართა ლოს ანჯელესის თეატრში Regency Village, რა დროსაც ფრანკლინის როლის შემსრულებელმა, მსახიობმა და მომღერალმა, ჯენიფერ ჰადსონმა, The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში, მისი და სოულის დედოფლის უკანასკნელი დიალოგი გაიხსენა. ცნობისთვის, ჰადსონი არეტამ გარდაცვალებამდე თავად შეარჩია ამ როლზე.

ნახეთ: არეტა ფრანკლინის ხელის ანაბეჭდები დეტროიტის მუზეუმში

მუსიკოსებმა ერთმანეთი 2000-იანი წლების ბოლოს გაიცნეს. ისინი მალევე დამეგობრდნენ და ფრანკლინის გარდაცვალებამდე ტელეფონით ყოველკვირეულად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.

"მისი ხმა უკანასკნელად 8 აგვისტოს გავიგე. უცნაური დამთხვევაა, რომ ამას დღეს, 8 აგვისტოს, ზუსტად სამი წლის შემდეგ ვამბობ. მას შემდეგ, რაც ვილაპარაკეთ, მითხრეს, რომ ის საღ გონებაზე აღარ იყო საიმისოდ, რომ საუბარი შეძლებოდა, თუმცა, არეტამ ტელეფონის საშუალებით მიმღერა. ჩემი შვილის კულინარიით გატაცების შესახებ ვილაპარაკეთ. არეტასაც უყვარდა კულინარია. ვიდეოც გავუგზავნე, რომელშიც საჭმელს ამზადებს. მართლა მენატრება მისი ლაპარაკის მოსმენა", - აღნიშნა ჯენიფერმა.

ჯენიფერ ჰადსონის გარდა ფილმში Respect ფორესტ უიტეკერი, ოდრა მაკდონალდი, ტიტუს ბერჯესი და სხვები მონაწილეობენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული