Thumbnail

Rihanna იხსენებს, როგორი იყო მისი პირველი კოცნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი, რიანა თავის პირად ცხოვრებაზე წლების განმავლობაში საკმაოდ გახსნილად საუბრობდა. 2011 წელს მან ერთ-ერთ ინტერვიუში პირველი კოცნა გაიხსენა. როგორც აღმოჩნდა, ეს არტისტისთვის საკმაოდ უსიამოვნო მოგონებად დარჩა.

"ღმერთი მოწყალეა" - რიანა მილიარდერის სტატუსის მოპოვების შემდეგ

"ჩემი პირველი კოცნა ყველაზე ცუდი რამ არის, რაც კი ოდესმე გადამხდენია. მაშინ მაღალ კლასებში ვსწავლობდი, იმ ბიჭმა თითქმის მთელი თავისი სანერწყვე ჯირკვლები დაცალა. ამან ისეთი ტრავმირებული დამტოვა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარავისთვის მიკოცნია", - იხსენებდა რირი.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ჟურნალ Elle-ში დაბეჭდილ ინტერვიუში მას ამერიკელმა ილუზიონისტმა, დევიდ კოპერფილდმა მიმართა კითხვით - "არ გეხუმრები, ეს რეალური შემოთავაზებაა. შემიძლია, აქედან გაგაქრო და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაგაჩინო, სად და რატომ აირჩევდი წასვლას?", - პასუხად რიანამ დროში მოგზაურობაზე შეაჩერა არჩევანი.

"ქალწულობის დაკარგვამდე 10 წუთით ადრე გავჩნდებოდი", - თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, შეცვლიდა თუ არა რაიმეს ამ შემთხვევაში.

ცნობისთვის, რიანას ამჟამად პოპულარულ ჰიპ ჰოპ არტისტ ეისეფ როქისთან აქვს რომანი.

A$AP Rocky: იღბლიანი ვარ, რომ რიანა გვერდში მიდგას

რირი და ეისეფი

ნახეთ: რიანა ჰიტს Diamonds ასრულებს

9 გრემის მფლობელი რიანა, 250 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკოსად ითვლება. მის რვავე სტუდიურ ალბომს მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს მოპოვებული პლატინის სტატუსი. სხვადასხვა ჯილდოსთან ერთად, მომღერალი 6-ჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. გამოცემა Time-მა კი ის არაერთხელ დაასახელა წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებებისა და ქალის თეთრეულის ბრენდების დამაარსებელია. დღეის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული