Thumbnail
ფოტო: Supynes Festival

მოუსმინეთ: გიგი ჯიქია ახალ ალბომს Vessel ავრცელებს

დიჯეიმ და პროდიუსერმა გიგი ჯიქიამ, სასცენო სახელით HVL, ახალი სტუდიური ალბომი Vessel გაავრცელა. ნამუშევარში სულ 16 კომპოზიციაა წარმოდგენილი. გიგის დისკოგრაფიაში ეს რიგით მესამე სრულმეტრაჟიანი ჩანაწერია ალბომის Aura Fossil შემდეგ, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოიცა.

► მოუსმინეთ: HVL-მა ალბომი Aura Fossil გაავრცელა

გიგი ჯიქია ქართველმა მსმენელმა 2009 წელს თბილისში შექმნილ ელექტრონულ დუეტში Okinawa Lifestyle მოღვაწეობით გაიცნო. 2013 წელს გერმანულ ლეიბლზე Rough House Rosie მისი სადებიუტო სოლო ჩანაწერი Deep Survey გამოიცა. ამავე წელს ლეიბლმა Voyager მუსიკოსის კიდევ ერთი ნამუშევარი Flats გაავრცელა. მომდევნო წლებში არტისტმა კიდევ რამდენიმე EP გამოუშვა, რომელთა შორის აღსანიშნავია: Lucky Star of High Minded, Away From Everything We Know და Persona Non Grata. პროექტით HVL მუსიკოსს ჯამში სამი სტუდიური ალბომი: Alignment, Aura Fossil და Vessel აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული