Thumbnail

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წარმომადგენელმა, იანგ თაგმა მსმენელს ახალი კომპოზიცია Tick Tock შესთავაზა. ჩანაწერის პროდიუსერები Rocco Did It Again! და Dr. Luke არიან. ტრეკი ატლანტელი მუსიკოსის მომავალი ალბომის PUNK სინგლია. აღსანიშნავია, რომ თაგამ ხსენებული ნამუშევარი გასულ თვეში, გადაცემაში Tiny Desk Concert სტუმრობისას შეასრულა.

ნახეთ: Young Thug გადაცემაში Tiny Desk Concert

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული