Thumbnail

მაიკლ ჯექსონის ალბომი Thriller 34-გზის პლატინის სტატუსის მფლობელი გახდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის რიგით მეექვსე ალბომი Thriller 34-გზის პლატინის სტატუსის მფლობელი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ჩანაწერის 34 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

► რატომ ეშინოდა მაიკლ ჯექსონს ბავშვობაში მამის

► რატომ დაარქვა მაიკლ ჯექსონმა შვილებს Paris და Prince

► ქალი ამტკიცებს, რომ მაიკლ ჯექსონის მოჩვენებაზე არის დაქორწინებული

ამასთანავე, ალბომი აშშ-ში ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სტუდიურ ჩანაწერებს შორის მეორე პოზიციასაც იკავებს. მას მხოლოდ ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის, Eagles-ის მიერ 1976 წელს გამოშვებული საუკეთესო ჩანაწერების კრებული Their Greatest Hits უსწრებს. ყველაზე გაყიდვადი ალბომების ხუთეული კი ასე გამოიყურება: 

1. Eagles - Their Greatest Hits (1976) - 38 მილიონი 
2. Michael Jackson - Thriller (1982) - 34 მილიონი
3. Eagles - Hotel California (1976) - 26 მილიონი
4. AC/DC - Back in Black (1980) - 25 მილიონი
5. Led Zeppelin - Led Zeppelin IV (1971) - 23 მილიონი

Thriller მაიკლ ჯექსონმა 1982 წელს გამოსცა. ჩანაწერის პროდიუსერი ეპოქალური ქუინსი ჯონსი გახლავთ. ნამუშევარში ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, პოლ მაკკარტნიც მონაწილეობს. 70 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით, Thriller მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომადაა მიჩნეული. ჩანაწერი აგრეთვე გრემის დიდების დარბაზშია შეყვანილია. მასში წარმოდგენილია ისეთი ჰიტები, როგორებიცაა: Billie Jean, Thriller, Beat It და სხვები. 

 

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. მსოფლიოში გაყიდული 350 მილიონზე მეტი ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული