Thumbnail

ნახეთ: დაგდაგანი - ორი ლუდი და სიგარეტი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ჯგუფმა "დაგდაგანი" ახალი სიმღერა "ორი ლუდი და სიგარეტი" მასზე გადაღებულ კლიპთან ერთად გაავრცელა. ეს რიგით მეორე კომპოზიციაა, რომელიც ბენდმა მიმდინარე წელს გამოსცა.

ნახეთ: დაგდაგანი - ადამიანები არ ვარგიან

მოუსმინეთ: დაგდაგანი - შენობებს ადევს თრთვილი

ჯგუფი "დაგდაგანი" 2013 წელს ჩამოყალიბდა, ერთი წლის შემდეგ კი პროექტის სადებიუტო ალბომი "ყველა ირგვლივ მტერია" გავრცელდა. 2016 და 2018 წლებში მუსიკოსებმა კიდევ ორი სტუდიური ნამუშევარი "რა ცუდი ხალხი დადის ამ ჩვენს ლამაზ ქვეყანაში" და "უკანასკნელი ღამე დედამიწაზე" გამოუშვეს, 2020 წელს კი ამ დროისთვის ბოლო ჩანაწერი "ყოფიერების აუტანელი სიძულვილი" გამოქვეყნდა. ალტერნატიული როკის, ალტერნატიული მეტალისა და პანკ როკის ჟანრებში მოღვაწე კოლექტივის მოქმედი წევრები არიან: ცოტნე გორგოშიძე (ვოკალი), გიორგი კოჭლაშვილი (გიტარა), მათე ხურციძე (ბასი), გიორგი მიგრიაული (გიტარა) და გიორგი ბულბულაშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები).

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული