Thumbnail

ქანიე ვესთი: ალბომი Donda ჩემი ნებართვის გარეშე გამოუშვეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთის განცხადებით, კომპანია Universal Music Group-მა ალბომი Donda მისი ნებართვის გარეშე გაავრცელა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე დაწერა. შეგახსენებთ, რომ ნამუშევარი ლეიბლებმა G.O.O.D. Music და Def Jam Recordings გამოსცეს, რომელთა მფლობელიც სწორედ ზემოხსენებული კომპანია გახლავთ.

► არაერთხელ გადადების შემდეგ, ქანიე ვესთმა ახალი ალბომი Donda გაავრცელა

"კომპანია Universal Music Group-მა ალბომი Donda ჩემი ნებართვის გარეშე გაავრცელა. მათ აგრეთვე ჩანაწერიდან დაბლოკეს კომპოზიცია Jail Pt. 2", - წერს ქანიე ინსტაგრამზე.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ტრეკი Jail Pt. 2, რომელსაც ქანიე რეპერ დაბეიბისა და მერილინ მენსონთან ერთად ასრულებს, მუსიკალურ პლატფორმებზე ატვირთულ ალბომში უკვე არის ხელმისაწვდომი.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 22-გზის გამარჯვებულია. მისი სამი სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული