Thumbnail

ნახეთ: ცნობილი მუსიკოსები ვენეციაში, Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ქალაქ ვენეციაში, სან მარკოს მოედანზე იტალიური მოდის სახლის, Dolce & Gabbana-ს კოლექციის ჩვენება, "ალტა მოდა" გაიმართა. ღონისძიებას არაერთი ვარსკვლავი, მათ შორის ისეთი მუსიკოსები დაესწრნენ, როგორებიც არიან: ჯენიფერ ლოპესი, ნორმანი, ჯენიფერ ჰადსონი, ტრევის ბარკერი, Megan Thee Stallion, P. Diddy და სხვები. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის შვილებმა, 15 წლის ჩენსმა და 14 წლის ტყუპმა გოგონებმა, დი ლაილამ და ჯესი ჯეიმსმა პოდიუმზე გაიარეს.

ფოტოგალერეა: ცნობილი მუსიკოსები საცურაო კოსტიუმებში

გთავაზობთ ცნობილი მუსიკოსების ფოტოებს ვენეციიდან:

Jennifer Lopez

Jennifer Hudson

Normani

Saweetie

Bebe Rexha

Travis Barker & Kourtney Kardashian

Ciara

P. Diddy

საღამოს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი 52 წლის ჯენიფერ ლოპესს უკავშირდება, რომელიც, სხვა სტუმრების მსგავსად, ვენეციის მთავარ მოედანზე კატერით მივიდა და მალევე მიიქცია კამერების ყურადღება. Dolce & Gabbana-ს სამოსში გამოწყობილმა მომღერალმა, რომელსაც თვლებით მოჭედილი დიადემა ამშვენებდა, ინსტაგრამზე თავადაც არაერთი კადრი გაავრცელა.

ჩვენების დასრულების შემდეგ წვეულება გაიმართა. სწორედ იქ აღბეჭდეს კამერებმა პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი Megan Thee Stallion, რომელიც სიარასა და ნორმანისთან ერთად დროს მხიარულად ატარებდა.

Dolce & Gabbana-ს მაღალი მოდის ჩვენებას ასევე დაესწრნენ მსახიობები: მონიკა ბელუჩი, შერონ სტოუნი; სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი; ტელევარსკვლავები: კრის ჯენერი, კორტნი კარდაშიანი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული