Thumbnail

ნახეთ: OutKast კომპოზიციაზე Two Dope Boyz (In a Cadillac) შექმნილ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ დუეტი OutKast კომპოზიციაზე Two Dope Boyz (In a Cadillac) შექმნილ ანიმაციურ ვიდეორგოლს ავრცელებს. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი მულტიმედია არტისტი, რაფაელ პერესი, იგივე Rafatoon გახლავთ. კლიპი "აუთქასთის" რიგით მეორე ალბომის ATLiens 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ჩანაწერის დელუქს ვერსიასთან ერთად გამოქვეყნდა.

OutKast სამხრეთული ჰიპ ჰოპის ფლაგმანი დუეტია. 6 გრემის მფლობელი გაერთიანება 1992 წელს ქალაქ ატლანტაში ჩამოყალიბდა. პროექტმა დღემდე 6 ალბომი გაავრცელა, რომელთაგანაც განსაკუთრებული კომერციული წარმატება ბრილიანტის სტატუსის მფლობელმა 2003 წლის ნამუშევარმა Speakerboxxx/The Love Below დაიმსახურა. კრიტიკოსები დუეტის 1996-1998 წლების სტუდიურ ჩანაწერებს, ATLiens და Aquemini დეკადის საუკეთესო ნამუშევრებს შორის მოიხსენიებენ. აუთქასთის შემოქმედება სამხრეთული ჰიპ ჰოპის, ჯაზის, ფანკისა და ფსიქოდელიური მუსიკის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული