Thumbnail

ცნობილი ლეიბლის Cash Money დამფუძნებლის, ჰიპ ჰოპ არტისტის, ბრაიან კრისტოფერ ბრუქსის, ფსევდონიმით Birdman, პროექტმა Rich Gang ახალი კომპოზიცია Blue Emerald და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში ცნობილი ატლანტელი რეპერი Young Thug მონაწილეობს. ვიდეორგოლის ავტორი მიშელ პარკერი გახლავთ.

სუპერჯგუფი Rich Gang რეპერმა 2013 წელს ჩამოაყალიბა. მისი წევრები ისეთი ცნობილი არტისტები იყვნენ, როგორებიც არიან: ნიკი მინაჟი, ლილ უეინი და სხვები. სადებიუტო ალბომი Rich Gang არტისტებმა 2013 წელს გამოსცეს.

ბერდმენი ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დამოუკიდებელი ლეიბლის Cash Money Records დამფუძნებელია. "ქეშ მანი" ფართო საზოგადოებამ 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან გაიცნო, როდესაც ბერდმენმა თანამშრომლობა რეპერებთან Juvenile, B.G., ბაუნს მუსიკის ინოვატორ პროდიუსერთან Mannie Fresh და შემდეგ უკვე ჯგუფთან Hot Boys დაიწყო, რომლის ერთ-ერთი წევრიც გავლენიანი ლუიზიანელი არტისტი, ლილ უეინი გახლდათ. 21-ე საუკუნეში კი ლეიბლის წარმატება, უეინთან ერთად, დრეიქის, ნიკი მინაჟის, თაიგასა და სხვა არაერთი ცნობილი მუსიკოსის სახელს უკავშირდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული