Thumbnail

ნახეთ: ქალი, რომელსაც ქარდი ბის ამსგავსებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ნიუ იორკში მცხოვრებმა ქალმა, სახელად ეშლიმ ინტერნეტში პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც მისმა სტილისტმა, ფსევდონიმით @claudelande_ ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ეშლის ვარცხნილობას უსწორებს, ფონად კი პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ქარდი ბის კომპოზიცია Up ისმის.

Cardi B-მ გაამხილა, როგორი ტატუს გაკეთებას აპირებდა სახეზე

"ჩემი კლიენტი Cardi B-ის ტყუპისცალია", - დაასათაურა სტილისტმა ვიდეო.

Cardi B-სა და ქალს შორის მსგავსება ინტერნეტმომხმარებლებმაც შენიშნეს, ზოგიერთმა მათგანმა ეშლის მალევე მოუძებნა შესაფერისი ფსევდონიმი.

"ეს Cardi A არის".

"Cardi O, ეს შენ ხარ?".

Cardi B-მ ისაუბრა, რას ფიქრობს, როცა სხვა ქალ რეპერებს ადარებენ

ზოგი კი ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, რომ ვიდეოში ნამდვილად ქარდი არ ჩანდა.

"ანუ ეს ქარდი არ არის? უცებ ის მეგონა".

"იცის ქარდიმ, ტყუპისცალი რომ ჰყავს?", - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

თავად ეშლიმ გამოცემასთან Allure საუბარში აღნიშნა, რომ მუსიკოსს 2015 წლიდან, მას შემდეგ ადარებენ, რაც არტისტი პირველად გამოჩნდა რეალითი შოუში Love & Hip Hop: New York. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქალი მასა და რეპერს შორის ფიზიკურ მსგავსებას ვერ ხედავს.

"სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მესმის ჩურჩული, შეხედე, ქარდი ბის ჰგავსო. ყოველ ჯერზე, როცა ამას ვიგებ, ვცდილობ, ჩვენ შორის მსგავსება დავინახო, მაგრამ უშედეგოდ".

ნახეთ: Lizzo - Rumors Feat. Cardi B

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ბრონქსელი შემსრულებლის 2017 წლის სინგლი Bodak Yellow ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 2021 წის მარტში ქარდი ბი მუსიკის ისტორიაში პირველი ქალი ემსი გახდა, რომლის სინგლმაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული