Thumbnail

გთავაზობთ 2021 წლის აგვისტოში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას.

10. 4D Monster Lobsters - La Mia Bella Ragazza

ქართულმა ჯგუფმა Four Dimensional Monster Lobsters ახალი კომპოზიცია La Mia Bella Ragazza და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი კოლექტივის რიგით მეორე ალბომში ERTOBA & GARTOBA შევა, რომელიც ახლო მომავალში გამოიცემა.

9. Nas - EPMD 2 ft. Eminem & EPMD

ლეგენდარულმა ემსიმ, ნასირ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Nas, ახალი კომპოზიცია EPMD 2 გაავრცელა. ტრეკი მუსიკოსის ბოლო ალბომში King's Disease II არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 6 აგვისტოს ჩაეშვა. ნამუშევარში კიდევ ერთი ლეგენდარული რეპერი Eminem და ჰიპ ჰოპ დუეტი EPMD მონაწილეობენ.

8. Big Thief - Little Things

ამერიკულმა ჯგუფმა Big Thief ახალი სიმღერა Little Things გამოუშვა. ტრეკის პროდიუსერი კოლექტივის დრამერი, ჯეიმს კრივჩენია გახლავთ. აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერშია ჩაწერილი, თუმცა კოლექტივის თაყვანისმცემლებს მისი მოსმენის შესაძლებლობა მხოლოდ ახლა მიეცა.

7. Pink Siifu - Roscoe’!

ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ლივინგსტონ მეთიუსმა, სასცენო სახელით Pink Siifu, ახალი კომპოზიცია Roscoe’! და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკი მუსიკოსის ბოლო ალბომში GUMBO'! შევიდა, რომელიც გაყიდვაში 3 აგვისტოს ჩაეშვა. ჩანაწერის პროდიუსერი Ted Kamal გახლავთ.

6. Boldy James & The Alchemist - Photographic Memories ft. Earl Sweatshirt & Roc Marciano

დეტროიტელმა ემსიმ Boldy James და ცნობილმა კალიფორნიელმა პროდიუსერმა The Alchemist ახალი კომპოზიცია Photographic Memories გაავრცელეს. ტრეკი მუსიკოსების ერთობლივ ალბომში Bo Jackson შევიდა, რომელიც გაყიდვაში 13 აგვისტოს ჩაეშვა. ნამუშევარში ჰიპ ჰოპ არტისტები Earl Sweatshirt და Roc Marciano-ს მონაწილეობენ.

5. The Weeknd - Take My Breath

პოპულარული კანადელი მუსიკოსი The Weeknd მსმენელს ახალი კომპოზიციით Take My Breath და მასზე გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. დისკო ჟღერადობის ჩანაწერის პროდიუსერები Oscar Holter და Max Martin არიან.

4. Baby Keem & Kendrick Lamar - Family Ties

ახალგაზრდა კალიფორნიელმა რეპერმა Baby Keem და მისმა ბიძაშვილმა, თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, ქენდრიქ ლამარმა კოლაბორაციული ნამუშევარი Family Ties და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს. ვიზუალურ ნამუშევარში ცნობილი არენბი შემსრულებელი Normani მონაწილეობს.

3. Tamada - პირამდე

ლაშა ჩხაპელიამ, პროექტით Tamada, ახალი კომპოზიცია "პირამდე" და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი მუსიკოსის სადებიუტო ალბომში Dionysus vs Tamada შევიდა, რომელიც 27 აგვისტოს გამოიცა.

2. Nick Cave & The Bad Seeds - Vortex

ლეგენდარულმა ავსტრალიურმა ჯგუფმა Nick Cave & the Bad Seeds აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია Vortex და მასზე შექმნილი კლიპი გაავრცელა. სინგლი კოლექტივის კომპილაციური ალბომის B-Sides and Rarities მეორე ნაწილში შევა, რომელიც 22 ოქტომბერს გამოიცემა.

1. Kanye West - Jesus Lord

პოპულარულმა ჩიკაგოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა ახალი კომპოზიცია Jesus Lord გაავრცელა. ტრეკი მუსიკოსის რიგით მეათე სტუდიურ ალბომში Donda შევიდა, რომელიც 29 აგვისტოს გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული