Thumbnail

ნახეთ: Drake-მა მომავალი ალბომის გარეკანი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა კანადელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დრეიქმა თავისი მომავალი, რიგით მეექვსე ალბომის Certified Lover Boy გამოსვლის თარიღი დაასახელა და მისი გარეკანიც გაავრცელა. მუსიკოსის ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 3 სექტემბერს ჩაეშვება. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბოლო ალბომი Scorpion დრეიქმა 2018 წელს გამოუშვა.

Drake: რიკ როსი საუკეთესო ცოცხალი რეპერია

The Alchemist: დრეიქმა თანამშრომლობა მთხოვა

Lil Baby: დრეიქთან ახალ ტრეკზე ვითანამშრომლე

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმასვლა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 6 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpion კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. ორწლიანი პაუზის შემდეგ, არტისტი მსმენელს 2020 წელს მიქსტეიპით Dark Lane Demo Tapes დაუბრუნდა, 2021 წელს კი EP სახელწოდებით Scary Hours 2 გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული