Thumbnail

ნახეთ: Little Simz გადაცემაში Tiny Desk Concert

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელი ჰიპ ჰოპ არტისტი, სიმბიატუ აბიოლა, ფსევდონიმით Little Simz, მედიაპლატფორმა National Public Radio-ს პოპულარულ პროექტს Tiny Desk Concert ესტუმრა. მუსიკოსმა გადაცემაში ლაივ ბენდთან ერთად კომპოზიციები: Introvert; I Love You, I Hate You; Point and Kill და Woman შეასრულა.

ნახეთ: Little Simz-მა ფელონის შოუში კომპოზიცია Woman შეასრულა

ნახეთ: Little Simz - I Love You, I Hate You

ნამუშევრები სიმზის მომავალ ალბომში Sometimes I Might Be Introvert იქნება წარმოდგენილი, რომელიც 3 სექტემბერს გამოიცემა.

Little Simz-მა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ამავე წელს გავრცელებული მიქსტეიპით STRATOSPHERE გახდა. დღემდე მუსიკოსმა სამი სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც განსაკუთრებული მოწონება 2015 წლის ჩანაწერმა A Curious Tale Of Trials + Persons დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული