Thumbnail

ამერიკელი ხმის ინჟინერი და ფოლკ შემსრულებელი, დევიდ ფერგიუსონი ახალ კომპოზიციას Chardonnay ავრცელებს. ჩანაწერში მისი ცნობილი კოლეგა, მარგო პრაისი მონაწილეობს. სინგლი ფერგიუსონის სადებიუტო ალბომში Nashville No More შევა, რომელიც 3 სექტემბერს გამოიცემა.

დევიდ ფერგიუსონი ქანთრი მუსიკის ხმის ინჟინერად 1980-იანი წლებიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს მას ისეთ შემსრულებლებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ჯონი ქეში, ჯონ პრაინი, სთერჯილ სიმფსონი და სხვები. 2021 წელს კი ფერგიუსონმა სადებიუტო ალბომის Nashville No More ჩაწერა გადაწყვიტა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული