Thumbnail

რატომ უთხრა პრინსმა The Notorious B.I.G.-ის თანამშრომლობაზე უარი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ეპოქალურ ჰიპ ჰოპ არტისტს, კრისტოფერ უოლასს, ფსევდონიმით The Notorious B.I.G. კარიერის განმავლობაში არაერთ არენბი და პოპ არტისტთან უთანამშრომლია, მათ შორის მონაწილეობა მიიღო მაიკლ ჯექსონის რიგით მეცხრე ალბომში HIStory: Past, Present and Future, Book I შესულ კომპოზიციაში This Time Around. როგორც გამოცემა XXL ბიაიჯის მუსიკალურ პარტნიორ, გავლენიან რეპერ P. Diddy-ზე დაყრდნობით წერს, იმავე პერიოდში, თავის მეორე და უკანასკნელ ალბომზე Life After Death მუშაობისას, ბიგიმ პოპის კიდევ ერთ ლეგენდასთან, პრინსთან კოლაბორაცია მოინდომა, თუმცა, ამ უკანასკნელისგან უარი მიიღო.

რატომ მიიყვანა The Notorious B.I.G. ცრემლებამდე მაიკლ ჯექსონთან შეხვედრამ

The Beatles-ის სიმღერა, რომელიც პრინსს არ მოსწონდა

"მაიკლ ჯექსონთან თანამშრომლობა ახალი დასრულებული გვქონდა. მე და ბიგი ყოველთვის პრინსის ფანები ვიყავით, მაგრამ იმ პერიოდში ის ჯერ კიდევ არ იყო დაინტერესებული ჰიპ ჰოპით და არც თავისი ნამუშევრების გასემპვლაზე იძლეოდა ნებართვას. მაგრამ მასთან იმდენად კარგი ურთიერთობა გვქონდა, რომ მისი სიმღერები მაინც გავსემპლე და ამის გამო უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. იმის მიუხედავად, რომ რეპი არ მოსწონდა, მოდიოდა ხოლმე ჩვენთან და გვაქებდა - გვიმხელდა, რომ ამაყობდა ჩვენით. ჰიპ ჰოპი მაშინ მკვიდრდებოდა, ყურადღება ექცეოდა იმას, თუ რას ვამბობდით კომპოზიციებში, ამიტომაც პრინსს არ სურდა, რაიმე კონტროვერსიულში გახვეულიყო", - აღნიშნა დიდიმ.

The Notorious B.I.G. ყველა დროის გამორჩეული ჰიპ ჰოპ არტისტი და ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. მან მუსიკალური კარიერა 1992 წელს გაერთიანება Bad Boy Records-ში დაიწყო. 1994 წელს გაყიდვაში ბიგის სადებიუტო ალბომი Ready To Die ჩაეშვა, რომელმაც რეპერს საყოველთაო აღიარება მოუტანა.

1997 წლის 9 მარტს მომავალი სტუდიური ნამუშევრის პრომოუშენის ფარგლებში კალიფორნიაში მყოფი უოლასი დღემდე უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მუსიკოსის გარდაცვალებიდან ორ კვირაში გავრცელებულმა ჩანაწერმა Life After Death უდიდეს კომერციულ წარმატებას მიაღწია. მსოფლიო მასშტაბით 12 მილიონამდე გაყიდული ასლით ალბომმა ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა. რეჩიტატივის კითხვის უნიკალური მანერით გამორჩეულ არტისტს არაერთი გავლენიანი გამოცემა ყველა დროის საუკეთესო რეპერად ასახელებს.

მოუსმინეთ: პრინსის აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა Hot Summer გავრცელდა

ხოლო პრინს როჯერს ნელსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1975 წელს დაიწყო, მისი მხარდამჭერი ბენდი The Revolution კი 1979-ში ჩამოაყალიბდა. გრემის პრესტიჟული ჯილდოს რვაგზის მფლობელმა არტისტმა კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. 2004 წელს მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2016 წელს პრინსი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზად ოპიოიდური პრეპარატით, ფენტანილით ზედოზირება დასახელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული