Thumbnail

Jay-Z საუბრობს, რა მოსწონს ყველაზე მეტად ბიონსესთან ერთად მუშაობაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მუსიკის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი წყვილის, ჯეი ზისა და ბიონსეს თანამშრომლობა არაერთ ჰიტს ითვლის, როგორებიცაა: Crazy In Love, Deja Vu, Drunk in Love, '03 Bonnie & Clyde და სხვები. სოლო მოღვაწეობის პარალელურად, მათ დუეტი The Carters აქვთ ჩამოყალიბებული, რომლის ფარგლებშიც ალბომი Everything is Love გამოუშვეს და ორი მსოფლიო ტურნეც გამართეს. ჯეი ზიმ ახლახან სპორტული ბარებისა და ლაუნჯების ექსკლუზიური კლუბის, 40/40 Club-ის დაარსების 18 წლის იუბილე აღნიშნა. ნიუ იორკში გამართული წვეულების წითელ ხალიჩაზე 51 წლის რეპერმა Entertainment Tonight-თან ინტერვიუში ისაუბრა, რა მოსწონს ყველაზე მეტად ცოლთან საქმიან ურთიერთობაში.

ნახეთ: Jay-Z ბიონსეს კოლექციის Flex Park სარეკლამო ფოტოში

"ის დეტალებზე ძალიან არის ორიენტირებული, როგორც თქვენც შეამჩნევდით მისი ნამუშევრებიდან. წარმოუდგენლად შრომისმოყვარე, უზომოდ ნიჭიერი და შთამაგონებელი ადამიანია", - აღნიშნა არტისტმა.

მუსიკის პარალელურად, ბიონსე და ჯეი ზი სხვა არაერთ პროექტზე თანამშრომლობენ, მაგალითად, ახლახან წყვილმა ძვირადღირებული სამკაულების ბრენდის Tiffany & Co. სარეკლამო კამპანიაში ABOUT LOVE მიიღო მონაწილეობა.

წელს მუსიკოსებმა ქორწინების მე-13 წელი აღნიშნეს. მათ სამი შვილი - 9 წლის გოგონა, ბლუ აივი და ტყუპი და-ძმა, სერ და რუმი კარტერები ჰყავთ.

ჯეი ზი და ბიონსე შვილებთან ერთად

რატომ არ სურდა ბიონსეს 25 წლამდე დაქორწინება

კომენტარები

ბოლოს დამატებული