Thumbnail

ნახეთ: ჯონი მარი ახალ კლიპს Spirit, Power and Soul ავრცელებს

ბრიტანელი მუსიკოსი, ჯონი მარი ორმაგ ალბომს Fever Dreams Pts 1-4 აანონსებს. მისი გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ 15 ოქტომბერს ნამუშევრის ნაწილი Fever Dreams Pt 1 EP გავრცელდება. მანამდე არტისტი მსმენელს ახალ კომპოზიციას Spirit, Power and Soul და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. პრესრელიზში ის სიმღერას "ელექტრო სოულის ჰიმნს" უწოდებს.

Fever Dreams Pts 1-4 ჯონი მარის დისკოგრაფიაში რიგით მეოთხე სოლო ალბომი იქნება.

ჯონი მარმა შემოქმედებითი კარიერა 1982 წელს ლეგენდარულ ბრიტანულ ჯგუფში The Smiths მოღვაწეობით დაიწყო. ბენდის დაშლის შემდეგ ის რამდენიმე კოლექტივის წევრი იყო, მათ შორისაა: The Pretenders, The The, Modest Mouse და სხვები. სადებიუტო სოლო ალბომი The Messenger მუსიკოსმა 2013 წელს გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული