Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთის ახალი კლიპი კომპოზიციაზე Come to Life

გავლენიანი ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი კომპოზიციაზე Come to Life შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. ტრეკი მის ბოლო ალბომში Donda არის წარმოდგენილი, რომელიც გასულ კვირას გამოვიდა. კლიპში ჩიკაგოში, ნამუშევრის მოსასმენ შოუზე გადაღებული კადრებია გამოყენებული, მათ შორის მაყურებელი იხილავს Balenciaga-ს თეთრ სამოსში გამოწყობილ კიმ კარდაშიანს.

► ქანიე ვესთის ახალმა ალბომმა Donda რეკორდი დაამყარა

► ქანიე ვესთი: ალბომი Donda ჩემი ნებართვის გარეშე გამოუშვეს

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 22-გზის გამარჯვებულია. მისი სამი სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული