Thumbnail

ნახეთ: აიზეა რაშადმა კომპოზიციის Chad ვიდეორგოლი გაავრცელა

ტენესელმა მუსიკოსმა, აიზეა რაშადმა კომპოზიციაზე Chad გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკი, რომელსაც არტისტი თანაშტატელ რეპერ YGTUT-თან ერთად ასრულებს, აიზეას ბოლო ალბომში The House Is Burning არის წარმოდგენილი.

► ნახეთ: Isaiah Rashad და Lil Uzi Vert კლიპში From The Garden

► ნახეთ: Isaiah Rashad კლიპში Wat U Sed

► მოუსმინეთ: აიზეა რაშადმა ალბომი The House Is Burning გამოაქვეყნა

კლიპში მაყურებელი რაშადთან ერთად იხილავს ჰიპ ჰოპ გაერთიანების Top Dawg Entertainment სხვა წევრებს: ჯეი როქს, ლენს სქაივოქერს და რიზონს, აგრეთვე, ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან: Dominic Fike, Aminé, Kal Banx, Denzel Curry და სხვები.

აიზეა რაშადმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. რეპერი 2013 წლიდან ლეიბლის TDE წევრია. ფართო საზოგადოებამ ის 2014 წლის მიქსტეიპით Cilvia Demo გაიცნო. ორი წლის შემდეგ კი არტისტმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი The Sun's Tirade ჩაუშვა. სტუდიურმა ნამუშევარმა მსმენელთა მოწონება და კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული