Thumbnail

BTS გინესის რეკორდების დიდების დარბაზში შეიყვანეს

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS წლების განმავლობაში დამყარებული 23 რეკორდით, გინესის მსოფლიო რეკორდების დიდების დარბაზში შეიყვანეს. კოლექტივის სახელი გინესის რეკორდების წიგნის 2022 წლის გამოცემაში ჩაიწერება.

BTS-ის RM: სხვა გზა არ იყო, ინგლისურად სიმღერა უნდა დაგვეწყო

"ამ მომენტისთვის ბენდს 23 მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული, რაც მას გინესის რეკორდების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად აქცევს", - ნათქვამია Guinness World Records-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ "ბითიესი" რეკორდების წიგნში მოხვედრილა, როგორც მუსიკალურ პლატფორმებზე, ისე, სოციალურ ქსელებში მიღწეული შედეგებით.

BTS-მა გინესის ექვსი ახალი რეკორდი დაამყარა

"დღეს BTS არის ყველაზე მეტი მოსმენის (16,3 მილიარდი) მქონე ჯგუფი Spotify-ზე, ინსტაგრამზე კი ყველაზე მეტი გამომწერის მქონე კოლექტივი", - წერია Guinness World Records-ის ვებგვერდზე.

ამასთან, მხოლოდ ჰიტით Butter, "ბითიესმა" ხუთი რეკორდი დაამყარა, მათ შორის - მისი ვიდეორგოლის პრემიერას იუთუბზე ერთდროულად ყველაზე მეტმა, 3,9 მილიონმა მომხმარებელმა მიადევნა თვალი. ის ასევე პლატფორმაზე გამოქვეყნებიდან პირველ 24 საათში ყველაზე მეტი ნახვის (108 200 000) მქონე კლიპია.

ნახეთ: BTS და Megan Thee Stallion კომპოზიციის Butter რემიქსს ავრცელებენ

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული