Thumbnail

მოუსმინეთ: Drake ახალ ალბომს Certified Lover Boy ავრცელებს

კანადელი სუპერვარსკვლავი, დრეიქი ახალ, რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომს Certified Lover Boy ავრცელებს. ჩანაწერში, რომელშიც 21 კომპოზიციაა თავმოყრილი, მოწვეულ არტისტებს შორის JAY-Z, Future, Travis Scott, Lil Wayne, Young Thug, 21 Savage, Ty Dolla $ign, Kid Cudi, Rick Ross, Lil Baby და Project Pat გვხვდებიან. ნამუშევრის გარეკანზე ბრიტანელმა ხელოვანმა, დემიენ ჰირსტმა იმუშავა.

► დრეიქი პირველი მუსიკოსია, რომლის მოსმენებმაც Spotify-ზე 50 მილიარდს გადააჭარბა

რაც შეეხება პროდიუსერებს, ალბომში შემავალი ტრეკების ინსტრუმენტალებზე იმუშავეს ისეთმა მუსიკოსებმა, როგორებიც არიან: Noah "40" Shebib, Oliver El-Khatib, Metro Boomin, PARTYNEXTDOOR, TM88, OG Ron C, Vinylz და Nineteen85.

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpion კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. ორწლიანი პუზის შემდეგ, "დრიზი" მსმენელს 2020 წელს მიქსტეიპით Dark Lane Demo Tapes დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული