Thumbnail

ნახეთ: Bobby Shmurda-ს პირველი კლიპი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

ახალგაზრდა ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ეკვილ პოლარდი, ფსევდონიმით Bobby Shmurda, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ სოლო ნამუშევარს No Time for Sleep ავრცელებს. ფრისტაილი შემსრულებელმა ვიდეოსთან ერთად გამოაქვეყნა.

► ბობი შმურდა: Migos-ის წევრებთან ერთად მიქსტეიპზე Shmigo Gang ვმუშაობ

► Bobby Shmurda საუბრობს, ვისთან ერთად ჩაწერა ახალი კომპოზიციები

აქამდე შმურდას ოფიციალურად გამოცემული ერთადერთი, მოკლე ვერსის მოსმენა პუერტორიკოელი კოლეგის, ელადიო კარიონისა და კოლუმბიელი შემსრულებლის, ჯეი ბალვინის კოლაბორაციული ჩანაწერის Tata რემიქსში იყო შესაძლებელი. 

კრიმინალური დაჯგუფების GS9 წევრი ბობი შმურდა და მისი რამდენიმე მეგობარი მკვლელობის დაგეგმვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობაში 2014 წელს დაადანაშაულეს. 2021 წლის თებერვალში რეპერი ციხიდან კარგი ყოფაქცევის გამო გაათავისუფლეს. თუმცა, დამატებით 5 წლის განმავლობაში ბრუკლინელი პირობით სასჯელს მოიხდის.

► ბობი შმურდა: 50 Cent ერთადერთია, რომელიც რეალურად დამიდგა გვერდში

ბობიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს ცნობილი კომპოზიციების დაქავერებით დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2014 წლის კომპოზიციით Hot Nigga გაიცნო, რომელიც დღეს ხუთმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია. იმავე წელს ბობიმ სადებიუტო მიქსტეიპი Shmoney Shmurda და EP სახელწოდებით Shmurda She Wrote გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული