Thumbnail

ნახეთ: დრეიქის ახალი კლიპი ტრეკზე Way 2 Sexy

ცნობილმა კანადელმა შემსრულებელმა, დრეიქმა თავის ახალ ალბომში Certified Lover Boy შესულ კომპოზიციაზე Way 2 Sexy გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა, რომლის ავტორიც რეჟისორი დეივ მეიერსი გახლავთ. კლიპში ჰიპ ჰოპ არტისტი ვარჯიშის ინსტრუქტორს, მეომარს, სანაპიროზე მოარშიყე შუახნის მამაკაცს და სხვა პერსონაჟებს განასახიერებს. ტრეკში Future და იანგ თაგი მონაწილეობენ.

მოუსმინეთ: Drake ახალ ალბომს Certified Lover Boy ავრცელებს

დრეიქი პირველი მუსიკოსია, რომლის მოსმენებმაც Spotify-ზე 50 მილიარდს გადააჭარბა

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpion კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. სამწლიანი პაუზის შემდეგ "დრიზი" მსმენელს ნამუშევრით Certified Lover Boy დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული