Thumbnail

ქარდი ბისა და ოფსეტს მეორე შვილი შეეძინათ

ჰიპ ჰოპ არტისტებს, ქარდი ბისა და ჯგუფ Migos-ის ოფსეტს მეორე საერთო შვილი შეეძინათ. ვაჟი, რომლის სახელიც ჯერჯერობით უცნობია, 4 სექტემბერს დაიბადა. ამის შესახებ გამომწერებს ქარდიმ ინსტაგრამის საშუალებით შეატყობინა.

► ნახეთ: ქალი, რომელსაც ქარდი ბის ამსგავსებენ

"ძალიან გვიხარია - როგორც იქნა, გავიცანით ჩვენი ბიჭი. ის თავის ოჯახსა და ჩვენს მეგობრებს უკვე ძალიან უყვართ. ერთი სული გვაქვს, თავის და-ძმას როდის შევახვედრებთ", - აღნიშნა წყვილმა ნიუ იორკის საავადმყოფოდან გავრცელებულ განცხადებაში.

ქალჩერი და ოფსეტი

პირველი საერთო შვილი, ქალჩერი ქარდისა და ოფსეტს 2018 წელს შეეძინათ. ამ უკანასკნელს სხვა რომანებიდან კიდევ სამი შვილი ჰყავს. მუსიკოსებს ერთმანეთთან უთანამშრომლიათ ისეთ კომპოზიციებზე, როგორებიცაა: Clout, Lick, Type Sh*t და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული