Thumbnail

მოუსმინეთ: ლევან ქათამაძე პროექტით Ninshū კომპოზიციას Past Moments ავრცელებს

ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე ქართველი არტისტი, ლევან ქათამაძე პროექტით Ninshū ახალ კომპოზიციას Past Moments ავრცელებს. სინგლი მის ახალ ალბომში Eri Madlieri არის წარმოდგენილი, რომელიც ლეიბლმა Blessed Cross მიმდინარე წლის 17 სექტემბერს გამოუშვა.

► მოუსმინეთ: ლევან ქათამაძე პროექტით Ninshū ახალ ალბომს Eri Madlieri ავრცელებს

► ლევან ქათამაძე პროექტით Ninshū სადებიუტო EP-ის Sazrdo ავრცელებს

ლევან ქათამაძემ შემოქმედებითი კარიერა 2016 წელს, პროექტით Le Vancho დაიწყო. ამ ფსევდონიმით არტისტს დღემდე ხუთი რელიზი: Feel The Tune, Flapping Bird, Power Inside, Follow The Space და No Limits აქვს გამოშვებული, რომლებიც ბრიტანულ, გერმანულ, ესპანურ და ამერიკულ ლეიბლებთან თანამშრომლობით გამოიცა. 2021 წელს კი მუსიკოსი მსმენელს ახალი პროექტით Ninshū დაუბრუნდა და სადებიუტო EP სახელწოდებით Sazrdo გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული