Thumbnail

მოუსმინეთ: ჯგუფი Placebo ახალ კომპოზიციას Beautiful James ავრცელებს

ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა Placebo ახალი კომპოზიცია Beautiful James გაავრცელა. ეს პირველი სინგლია, რომელიც მუსიკოსებმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გამოაქვეყნეს.

მიმდინარე წლის მაისში Placebo-ს წევრებმა თავისი ახალი, რიგით მერვე ალბომი დააანონსეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის თანახმად, ჩანაწერზე მუშაობა უკვე დასრულებულია და ის დღის სინათლეს მალე იხილავს. ნამუშევრის სახელწოდება და გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბოლო ალბომი Loud Like Love კოლექტივმა 2013 წელს გამოსცა.

► ნახეთ: Placebo-მ დოკუმენტური სერიალი Black Market Music Stories გაავრცელა

Placebo ლონდონში 1994 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 11 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. არტისტებს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად აქვთ ნამუშევარი, როგორებიც არიან დევიდ ბოუი, მაიკლ სტაიპი და სხვა. კოლექტივი 2015 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა და ფესტივალის Tbilisi Open Air ფარგლებში თბილისის ზღვაზე კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული