Thumbnail

ნახეთ: Lil Nas X ახალ სიმღერაზე That’s What I Want გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ლილ ნას იქსმა, რომელიც ფართო საზოგადოებამ ჰიტით Old Town Road გაიცნო, ახალი კომპოზიცია That’s What I Want და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. ჩანაწერი არტისტის სადებიუტო ალბომში Montero არის წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის 17 სექტემბერს გავრცელდა. 

► მოუსმინეთ: Lil Nas X-მა სადებიუტო ალბომი Montero გაავრცელა 

მონტერო ლამარ ჰილმა, სასცენო სახელით Lil Nas X, შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. ამავე წელს მან სადებიუტო მიქსტეიპი Nasarati გაავრცელა. დეკემბერში გამოცემულმა კომპოზიციამ Old Town Road ბილბორდის ასეულში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. 2019 წლის 5 აპრილს არტისტმა საკუთარი ჰიტის რემიქსი ცნობილ ქანთრი შემსრულებელთან, ბილი რეი საირუსთან ერთად ჩაწერა. სიმღერამ ბილბორდის ჩარტში რეკორდული პერიოდი, 19 კვირა დაჰყო. 2021 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი სახელწოდებით Montero გამოაქვეყნა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული