Thumbnail

მოუსმინეთ: Nick Cave & the Bad Seeds კომპოზიციას Earthlings ავრცელებს

საკულტო ავსტრალიური კოლექტივი Nick Cave & the Bad Seeds აქამდე გამოუცემელ კომპოზიციას Earthlings ავრცელებს. ის კოლექტივის წევრებმა 2019 წელს, ალბომზე Ghosteen მუშაობისას ჩაწერეს. სიმღერა კომპილაციური ნამუშევრის B-Sides and Rarities მეორე ნაწილში შევა, რომელიც წინამორბედისგან 16 წლის შემდეგ, 22 ოქტომბერს ციფრული ფორმატით, ვინილსა და კომპაქტ დისკებზე გამოიცემა. ალბომში ჯგუფის მიერ 2005-2020 წლებში შექმნილი 27 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი .

► მოუსმინეთ: Nick Cave & the Bad Seeds კომპოზიციას Vortex ავრცელებს

ჯგუფი Nick Cave & the Bad Seeds ქალაქ მელბურნში 1983 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი From Her to Eternity ჩაწერეს. კოლექტივს განსაკუთრებული პოპულარობა ისეთმა კომპოზიციებმა მოუტანა, როგორებიცაა: Henry Lee, Red Right Hand, Into My Arms და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული