Thumbnail

მოუსმინეთ: შერონ ვან იტენმა Velvet Underground-ის სიმღერა Femme Fatale დააქავერა

ამერიკელმა მუსიკოსმა, შერონ ვან ეტენმა ლეგენდარული კოლექტივის The Velvet Underground კომპოზიცია Femme Fatale დააქავერა. ბექ ვოკალის პარტიას სიმღერაში კიდევ ერთი ცნობილი შემსრულებელი, ენჯელ ოლსენი ასრულებს. 

► ნახეთ: Sharon Van Etten & Angel Olsen - Like I Used To

კომპოზიცია 1967 წელს გამოცემული საკულტო ალბომისადმი The Velvet Underground & Nico მიძღვნილ ჩანაწერში შევა, რომელიც 24 სექტემბერს გამოქვეყნდება. ამ ნამუშევრისთვის ნიუ იორკში შექმნილი ჯგუფის სიმღერები ისეთმა მუსიკოსებმა დააქავერეს, როგორებიც არიან იგი პოპი, მაიკლ სტაიპი, მეთ ბერინგერი, სენტ ვინსენტი და სხვა. 

შერონ ვან ეტენმა მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. არტისტს ამ დრომდე 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი შემოქმედება ინდი როკსა და ფოლკ როკს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ არტისტმა 2017 წელს დევიდ ლინჩის საკულტო სერიალის Twin Peaks ექვს ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული