Thumbnail

ნახეთ: როდ სტიუარტმა ახალ კომპოზიციაზე One More Time გადაღებული ვიდეო გაავრცელა

ცნობილმა ბრიტანელმა როკ შემსრულებელმა, როდ სტიუარტმა ახალი კომპოზიცია One More Time და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. სიმღერა მუსიკოსის რიგით 31-ე ალბომში The Tears of Hercules იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის ნოემბერში ჩაეშვება. მასში სტიუარტის მიერ შექმნილი ცხრა ახალი ნამუშევარი, ასევე, ჯონი ქეშის, მარკ ჯორდანისა და სხვა არტისტების კომპოზიციების ქავერები შევა. 

► ფრედი მერკური, ელტონ ჯონი და როდ სტიუარტი ჯგუფის შექმნას გეგმავდნენ

როდ სტიუარტმა სადებიუტო სოლო ალბომი An Old Raincoat Won't Ever Let You Down 1969 წელს გამოსცა. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ, ერთხელ სოლო კარიერისთვის, მეორედ კი ბენდთან Faces ერთად შეიყვანეს. 1994 წელს მუსიკოსმა რიო დე ჟანეიროში ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე ხალხმრავალი უფასო როკ კონცერტი გამართა, რომელსაც 3.5 მილიონი ადამიანი დაესწრო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული