Thumbnail

ნახეთ: ჯგუფმა Genesis 14-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი კონცერტი გამართა

ლეგენდარულმა პროგრესივ როკ ჯგუფმა Genesis 14-წლიანი პაუზის შემდეგ ტურნეს The Last Domino? ფარგლებში პირველი კონცერტი გამართა. ბენდის თავდაპირველი შემადგენლობის წევრები, ტონი ბენქსი და მაიკ რეზერფორდი ფილ კოლინსთან ერთად მსმენელთა წინაშე ქალაქ ბირმინგემში წარდგნენ.

Utilita Arena-ზე შეკრებილი თაყვანისმცემლებისთვის მუსიკოსებმა ისეთი ცნობილი კომპოზიციები შეასრულეს, როგორიცაა Mama, Land of Confusion, You’re No Son Of Mine, I Can’t Dance და Tonight, Tonight, Tonight. კონცერტზე ასევე 1980 წლის ალბომში Duke წარმოდგენილი სიმღერები Behind The Lines, Duke’s End და Turn It On Again გაჟღერდა. კომპოზიცია Fading Lights კი ბრიტანულმა ბენდმა 29 წლის განმავლობაში პირველად შეასრულა.

კოლექტივის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში მუსიკოსები კონცერტებს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გამართავენ. ღონისძიებების სერია 2020 წლის 16 ნოემბერს დუბლინში უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პირველი ლაივის ჩატარება მხოლოდ ახლა მოხერხდა. ჯგუფის ვოკალისტის, ფილ კოლინსის განცხადებით, ეს ტურნე Genesis-ისთვის უკანასკნელი იქნება.

Genesis ინგლისში 1967 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფს 150 მილიონამდე ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს გრემის პრესტიჟული ჯილდო ერთხელ აქვს მოპოვებული. 2010 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული