Thumbnail

ნახეთ: J. Cole ახალ კომპოზიციაზე Heaven’s EP გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

გავლენიანი ჩრდილოკაროლინელი ემსი, ჯერმეინ ლამარ ქოული, ფსევდონიმით J. Cole ახალ კომპოზიციას Heaven’s EP და მასზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. მიმდინარე წელს გამოშვებული ალბომის The Off-Season შემდეგ ეს მუსიკოსის პირველი ახალი ჩანაწერია. 

► მოუსმინეთ: J. Cole ალბომს The Off-Season ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ კომპოზიციაში ცნობილი კანადელი ჰიპ ჰოპ არტისტის, დრეიქის ბოლო ალბომში Certified Lover Boy შესული ტრეკის Pipe Down ბითია გამოყენებული. ქოული კი ტექსტში დრეიქსა და კიდევ ერთ პოპულარულ რეპერს, ქენდრიქ ლამარს "სუპერვარსკვლავებს" უწოდებს. 

ჯეი ქოულმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. რამდენიმე წარმატებული მიქსტეიპის შემდეგ, ქოული ჯეი ზის ლეიბლს Roc Nation შეუერთდა, რომელზეც მისი სადებიუტო ალბომი Cole World: The Sideline Story გამოიცა. დღეისთვის რეპერის ანგარიშზე ექვსი სტუდიური ნამუშევარია. კრიტიკოსები მათგან საუკეთესოდ ჯერმეინის რიგით მესამე ალბომს 2014 Forest Hills Drive ასახელებენ. სოლო კარიერის პარალელურად, ჯერმეინმა ჰიპ ჰოპ გაერთიანება და ლეიბლი Dreamville Records ჩამოაყალიბა, რომელშიც ნიჭიერი ახალგაზრდა რეპერები Bas, Cozz, Omen, Lute, Ari Lennox, EarthGang და J.I.D ერთიანებიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული