Thumbnail

ელექტრონული მუსიკის ლეგენდამ, კლაუს შულცემ ახალი ალბომი Silhouettes გამოსცა

სანდრო ცქიტიშვილი პროფილის ფოტო
სანდრო ცქიტიშვილი

25 მაისს, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ელექტრონული მუსიკის ლეგენდამ, კლაუს შულცემ ლეიბლ SPV-ზე ახალი სტუდიური ალბომი, Silhouettes გამოსცა. ეს ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის, ვინაიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მუსიკოსმა ნამუშევრის გამოშვება არაერთხელ გადაავადა. 

ჩანაწერი ოთხ ემბიენთ ნაწარმოებს შეიცავს, რომლებიც შულცეს გვიანდელი, ჰაეროვანი მანერითაა შესრულებული.

ძნელი სათქმელია, რიგით მერამდენეა ეს ალბომი კლაუს შულცეს ძალიან რთულ და არეულ დისკოგრაფიაში. 1972 წლიდან დღემდე, სტუდიური, საკონცერტო, კოლაბორაციული ჩანაწერებისა და ასევე მასშტაბური საარქივო სეტების ჩათვლით, მუსიკოსს 150-ზე მეტი დისკი აქვს გამოცემული.

ალბომის გამხსნელი, სასათაურე ნაწარმოები შეგიძლიათ მოისმინოთ აქ: 

კომენტარები

ბოლოს დამატებული