Thumbnail

28 მაისს სიმფონიური ორკესტრის მევიოლინის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება

სანდრო ცქიტიშვილი პროფილის ფოტო
სანდრო ცქიტიშვილი

28 მაისს, 20:00 საათზე, კლუბ Backstage ’76-ში საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მევიოლინის, ვატო მაღრაძის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება. 26 წლის ვატოს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა, რის გამოც ის საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ინდი-როკ ჯგუფი B.Band და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, რეზო კიკნაძის ჯაზ-კვინტეტი.

კონცერტზე დაუსწრებლად დახმარების სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ სურათზე მოცემულ საბანკო ანგარიშებზე ან ფეიფალზე: paypal.me/vatostvis 

კომენტარები

ბოლოს დამატებული