სამხრეთ კორეული ბენდი BTS პირველი კეიპოპ ჯგუფი გახდა, რომლის ალბომმაც Billboard 200-ის ლიდერობა მოიპოვა. ოფიციალური მონაცემებით, ბიჭებმა, ამ დროისთვის, რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერის Love Yourself: Tear 135,000 ეგზემპლარი გაყიდეს.
► ჯგუფმა BTS ახალი ალბომი Love Yourself: Tear გამოუშვა
► ნახეთ: ჯგუფმა BTS ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე სიმღერა Fake Love შეასრულა
აღსანიშნავია, რომ ბოლოს Billboard 200-ში არაინგლისურენოვანი ალბომი 12 წლის წინ მოხვდა, მაშინ ჩარტის ლიდერი Il Divo-ს ნამუშევარი Ancora გახდა.
BTS-ისთვის ეს Billboard 200-ში რიგით მეორე მიღწევაა. შარშან ჯგუფის ჩანაწერმა Love Yourself: Her ჩარტში მე-7 პოზიცია დაიკავა.
BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე ნომინაცია "ხალხის არჩევანი" უკვე მეორედ მოიგო. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო.
კომენტარები