Thumbnail
ფოტო: Facebook/Zura Dzagnidze

მოუსმინეთ: ზურა ძაგნიძის ახალი ალბომი Inside Out

სანდრო ცქიტიშვილი პროფილის ფოტო
სანდრო ცქიტიშვილი

25 მაისს ქართველმა მუსიკოსმა ზურა ძაგნიძემ, ფსევდონიმით Zuricha, თავისი პირველი სოლო ალბომი გამოუშვა. ელექტრონული ჟღერადობის მქონე ჩანაწერში მოწვეულ უცხოელ არტისტებთან ერთად, გერმანიაში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი და მომღერალი, რუსუდან მეიფარიანიც მონაწილეობს.

ალბომის სრულად მოსმენა საუნდქლაუდზე, ოფიციალური ციფრული ვერსიის შეძენა კი ამაზონზე შეგიძლიათ.

ზურა ძაგნიძე მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ქართული ალტერნატიული სცენის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის, ჯგუფის Afternoon Version დამაარსებელი და გიტარისტი იყო. მისი სოლო შემოქმედება ძირითადად ელექტრონულ მუსიკას მოიცავს. თუმცა, როგორც ვირტუოზი მულტიინსტრუმენტალისტი, ის ხშირად თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ მუსიკოსებთან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული