Thumbnail

თანამედროვე პოპ ვარსკვლავები სცენაზე მხოლოდ სიმღერით არ შემოიფარგლებიან. მათი უმეტესობა ქორეოგრაფიული ნომრებითაც ცდილობს საკუთარი შოუს გამდიდრებასა და თაყვანისმცემლების მოხიბვლას. თუმცა, რასაკვირველია, ეს ყველას ერთნაირი წარმატებით არ გამოსდის. 

არტისტები, რომლებსაც ამ სტატიაში შეხვდებით, საკმაოდ კარგი სმენით გამოირჩევიან, მაგრამ ცეკვაში, რბილად რომ ვთქვათ, მოიკოჭლებენ. ამაში თავადაც დარწმუნდებით, როდესაც ჩვენს მიერ შერჩეულ გიფებს იხილავთ. 

10. რიანა

ბარბადოსელმა ლამაზმანმა, როგორც ჩანს, მარტო ერთი საცეკვაო მოძრაობა იცის, რომელსაც ყველა კონცერტზე იყენებს. 

9. მაილი საირუსი

თვერქინგი არ ითვლება, მაილი, რაც არ უნდა მადისაღმძვრელად გამოგდიოდეს ეს.

8. ლორდი

საინტერესოა, ლორდისთვის უფრო რთულია ცეკვა, თუ ჩვენთვის მისი ტანჯვის ყურება?

7. კელი კლარკსონი

თუ ცეკვა არ იცით, მოიქეცით ისე, როგორ იქცევა კელი - შემოიკრიბეთ გარშემო ხალხი, რომელიც თქვენზე უცნაურ მოძრაობებს გააკეთებს. 

6. მერაია ქერი

ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ მერაია ქერი ისე ცეკვავს, როგორც ნებისმიერი იცეკვებდა. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ცოტა უარესადაც.   

5. ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტს ახალი ქორეოგრაფი ესაჭიროება, რადგან ის ერთადერთი მოძრაობა, რომელიც წინამ შეასწავლა, უკვე ყველას მობეზრდა. 

4. არიანა გრანდე

არიანა გრანდეს ნამდვილად "ერთით ნაკლები პრობლემა" ექნება, თუ ცეკვას ისწავლის. 

3. კეშა

კეშა სწორედ ის გოგოა, რომელიც კლუბში ცეკვისას ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გვეჯახება და გართობაში ხელს გვიშლის. 

2. კეტი პერი

კეტი პერი ახერხებს კლიპებშიც ისევე ცუდად იცეკვოს, როგორც სცენაზე.

1. ჯასტინ ბიბერი

და ბოლოს, ჯასტინ ბიბერი, რომელმაც ზემოხსენებული მუსიკოსებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს იცის, რომ ცეკვა მისი ძლიერი მხარე არ არის და ამიტომაც, საკუთარ კლიპებში ამას თავად არასდროს აკეთებს. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული