Thumbnail

EXO-ს წევრმა ქაიმ ინსტაგრამზე სამ დღეში მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი
  • ქაიმ ქაილი ჯენერის რეკორდი გააუმჯობესა

კეიპოპ ბენდის EXO-ს წევრმა ქაიმ ინსტაგრამის გვერდი სამი წლის წინ გააუქმა. 4 ივნისს კი პოპულარულ სოციალურ ქსელში სახელით @zkdlin გამოჩნდა. მალევე მუსიკოსი მისმა კოლეგამ ჩანიოლიმ დაიმეგობრა და ფოტოზე დაუკომენტარა: "როგორც იქნა, დაიწყე". ამ ფაქტმა პოპვარსკვლავის ფანები საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მათი კერპი დაბრუნდა.

A post shared by @zkdlin on

არტისტმა 3 დღეში მილიონზე მეტი "ფოლოვერი" მოაგროვა და ქაილი ჯენერის რეკორდიც გააუმჯობესა. აქამდე ის ერთადერთი ცნობილი ადამიანი იყო, რომლის გვერდიც 10 საათში ყველაზე მეტმა მომხმარებელმა გამოიწერა.

მომღერალმა, მსახიობმა და მოცეკვავე ქაიმ შემოქმედებითი კარიერა 2011 წელს დაიწყო, პოპულარობა კი ბოიბენდ EXO-ში მოღვაწეობით მოიპოვა. წელს არტისტი "გუჩის" 2019 წლის საკრუიზო კოლექციის ჩვენებაზეც გამოჩნდა. 

მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოების(MAMA) თხუთმეტგზის გამარჯვებული ბენდი EXO სეულში 2012 წელს ჩამოყალიბდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კეიპოპ პროექტად ითვლება. შარშან კოლექტივმა რიგით მეოთხე სტუდიური ჩანაწერი The War გამოუშვა, რომელმაც 2017 წელს ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული