Thumbnail

Call Me By Your Name-ის საუნდტრეკებს ატმის სურნელოვან ვინილზე გამოსცემენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ოსკარის ჯილდოს მფლობელი ფილმის "შენი სახელით მომმართე" საუნდტრეკები ვინილზე გამოიცემა. ჩანაწერში ამერიკელი მუსიკოსის სუფიან სტივენსის მიერ სპეციალურად სურათისთვის დაწერილი სამი სიმღერა შევა. ნამუშევარში მსმენელები ასევე რუიტი საკამოტოსა და ჯორჯო მოროდერის კომპოზიციებსაც მოისმენენ. 

როგორც ცნობილია, ატმისფერ ფირფიტას სწორედ ამ ხილის სურნელი ექნება. ალბომის მხოლოდ 7,777 ეგზემპლარი გამოიცემა და მისი შეძენა სამი აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.

Call Me By Your Name კინოგაქირავებაში 2017 წელს ჩაეშვა. რეჟისორ ლუკა გუადანინოს ნამუშევრის ერთ-ერთი საუნდტრეკი Mystery of Love რიგით 90-ე ოსკარის ცერემონიაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. თუმცა, გამარჯვება ანიმაციური ფილმში "კოკო" გაჟღერებულმა კომპოზიციამ Remember Me მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული