Thumbnail
ფოტო: Indigo

KayaKata-ს წევრის ზურა ჯიშკარიანის რომანმა ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივის KayaKata წევრი ზურა ჯიშკარიანი ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გახდა. მისი რომანი "საღეჭი განთიადები უშაქროდ" 2016-2017 წლის საუკეთესო ქართულ რომანად დასახელდა. პრესტიჟული პრემიის კიდევ ერთი გამარჯვებულად მწერალ ლაშა ბუღაძის ნამუშევარი "პატარა ქვეყანა" გამოცხადდა. ავტორები კონკურსის საპრიზო თანხას, 10,000 ლარს გაინაწილებენ.

ზურა ჯიშკარიანი სოხუმში დაბადებული მუსიკოსი, მწერალი, პოეტი და პერფორმერია. შემოქმედებითი კარიერის საწყის ეტაპზე არტისტი პროექტებში Mona Liza Overdrive, Eva და Accidental Lover Boyz მონაწილეობდა. ზურამ პოპულარობა 2007 წელს შექმნილ ელექტროპოპ კოლექტივთან Kung Fu Junkie ერთად მოიპოვა. 2016 წელს ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებლის, თაზო ლიპარტელიანის, იგივე გრინჩის გარდაცვალების შემდეგ კი, ბენდის კიდევ ერთ წევრთან, მაქს მაჩაიძესთან ერთად ჰიპ ჰოპ დუეტი KayaKata შექმნა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული