Thumbnail

7 ცნობილი მუსიკოსი, რომელთაც ჰიტები სხვებმა დაუწერეს

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

ხშირად მოისმენთ, თანამედროვე მუსიკოსების დიდი ნაწილი თვითონ სიმღერებსაც კი ვერ წერს, ისე ხდება პოპულარულიო. ეს სიმართლეა, თუმცა, სიტუაცია არც წლების წინ ყოფილა განსხვავებული. 

წარმოგიდგენთ 7 პოპვარსკვლავს, რომელთა ჰიტების მუსიკა ან ტექსტი სულ სხვა ადამიანებს ეკუთვნით: 

7. ელვის პრესლი

რთული დასაჯერებელია, მაგრამ როკ-ენ-როლის მეფე სიმღერებს თავად თითქმის არასდროს წერდა. Jailhouse Rock, Suspicious Minds, Hound Dog - ხმაურიანი კარიერა ელვისმა სხვების შექმნილი ჰიტებით აიწყო. კომპოზიციების ავტორთა შორის ის იშვიათად თუ მოიხსენიებოდა. 

6. ელტონ ჯონი

როცა ფორტეპიანოსთან მჯდომი ელტონი თავის რომელიმე ჰიტს ასრულებს, რთული წარმოსადგენია, რომ სიმღერის ყველა დეტალი მისი შექმნილი არაა. სინამდვილეში კი, Sacrifice, Nikita, Daniel, Rocket Man და კიდევ ბევრი სხვა კომპოზიციის დასამახსოვრებელი პოეტური ტექსტები ბერნი ტაუპინს ეკუთვნის.

5. ფრენკ სინატრა

My Way, Fly Me to the Moon, Strangers in the Night, New York New York -  ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ეს სიმღერები თავად სინატრას არ დაუწერია. ჰიტებით მუსიკოსს ბარტ ჰოვარდი, ჩარლზ სინგლტონი, ედი სნაიდერი და სხვები ამარაგებდნენ. 

4. უიტნი ჰიუსტონი

უიტნის მთავარი ღირსება მისი საოცარი ხმაა. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ვოკალის სრულყოფისთვის შემსრულებელს დრო არც დარჩენოდა, საკუთარი ჰიტები თვითონ რომ ეწერა. ბილბორდის საუკეთესო ასეულში შესული 30-ზე მეტი სიმღერიდან, ჰიუსტონი მხოლოდ ორის (Count on Me და Whatchulookinat) შექმნაში იყო ჩართული, ისიც ნაწილობრივ.

3. მარვინ გეი

მუსიკოსმა, რომელმაც 60-იან წლებში ცნობილი დეტროიტული ლეიბლის Motown-ის ჟღერადობა განსაზღვრა, სახელი ქავერების შესრულებით გაითქვა. საკუთარი სიმღერების წერა კი არენბისა და სოულის ლეგენდამ მხოლოდ მის რიგით მეთერთმეტე სტუდიურ ალბომზე What's Going On მუშაობისას დაიწყო. 

2. ნინა სიმოუნი

ნინა სიმოუნმა საკუთარი სტილი ჯაზის, ბლუზისა და არენბის უნიკალურ ნაზავში იპოვა. შემსრულებელმა კომპოზიტორობაც არაერთხელ სცადა, თუმცა მისი ჰიტები რენდი ნიუმენისა და სქრიმინ ჯეი ჰოკინსის დაწერილია. 

1. რიანა

მართალია, რიანას ზოგიერთი მისი ჰიტის თანაავტორად მოიხსენიებენ, მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც კი, მისი სახელის გვერდით უამრავი სხვა ადამიანის ჩამონათვალს წააწყდებით. ბარბადოსელი პოპვარსკვლავისთვის სიმღერები ჯეი ზის, ჯასთინ თიმბერლეიქის, თიმბალენდს, კრის ბრაუნს და სხვებს აქვთ დაწერილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული