Thumbnail
ფოტო: Getty Images

კლუბში KHIDI სეზონი 20 ივლისს დაიხურება. Bassiani და Mtkvarze კი სეზონის ბოლო ღონისძიებას 27 ივლისს ჩაატარებენ. 

კლუბში KHIDI სეზონს იტალიური ეისიდ ტექნო დუეტი Boston 168 და ესპანური ლეიბლის PoleGroup ერთ-ერთი წევრი, პროდიუსერი P.E.A.R.L დახურავენ. მათ გარდა მსმენელთა წინაშე ადგილობრივი სცენის წარმომადგენლები Greenbeam & Leon და ლადუკა ნინუა პროექტით OTHR წარდგებიან.

კლუბის ღია სივრცეში HAERI კი Third Soul და Nika J დაუკრავენ.

Bassiani / Horoom-ის 27 ივლისის ივენთზე კლუბის რეზიდენტები მათ მიერ მოწვეულ არტისტებთან ერთად B2B სეტებს დაუკრავენ. 

NDRX სცენაზე გერმანელ პროდიუსერ CEM-თან ერთად დადგება, Kancheli B2B სეტს ჰოლანდიელ არტისტ Mirella Kroes-თან დაუკრავს, Zitto კი გერმანელ დიჯეის JANEIN-ს უმასპინძლებს.

Horoom-ის სცენაზე მსმენელთა წინაშე HVL ლეიბლ Rassvet Records-ის დამაარსებელ Buttechno-სთან ერთად წარდგება, Mercurrio შვედურ ელექტრონულ დუეტ Art Alfie-სთან ერთად დაუკრავს, Kvanchi კი ლონდონელ არტისტ Marquis Hawkes-ს მიიწვევს.

კლუბში Mtkvarze სეზონის დახურვაზე Tomma-სთან და გიო შენგელიასთან ერთად გერმანული ლეიბლის Perlon ერთ-ერთი დამაარსებელი Zip დაუკრავს. მცირე ოთახში კი ქართველი არტისტების Parna და Yves დებიუტი შედგება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული