Thumbnail

6ix9ine: დღეს ამერიკაში ყველაზე პოპულარული მუსიკოსი ვარ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი დანიელ ერნანდესი, სასცენო სახელით Tekashi 6ix9ine, დარწმუნებულია, რომ, ჰიტ აღლუმებში მისი სოლო ნამუშევრების წარმატების შემდეგ, რეპერ Nicki Minaj-თან ერთად ჩაწერილი კომპოზიცია FEFE მუსიკალურ ჩარტებს დაიპყრობს.

► რეპერი 6ix9ine გაიტაცეს და გაძარცვეს 

► 6ix9ine: ჩემი გატაცება შინაურის დაგეგმილია 

"მე ამჟამად პირველი არტისტი ვარ ამერიკაში. Apple Music-ის ჩარტში უკვე პირველ ადგილზე ვართ, ყველაფერს დავიპყრობთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამას მივაღწიე", - აღნიშნა მუსიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ სიქსნაინისა და ნიკი მინაჟის მიერ ოთხი დღის წინ გავრცელებულმა მუსიკალურმა კლიპმა იუთუბზე ამ დროისთვის 40 მილიონი ნახვა დააგროვა.

წარმოშობით მექსიკელმა შემსრულებელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. 22 წლის რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი Day69 გაავრცელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული