Thumbnail

ტომ უეითსი ძმებ კოენების ახალ ფილმში ითამაშებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი ტომ უეითსი ცნობილი რეჟისორების, ჯოელ და ითან კოენების ახალ ფილმში The Ballad of Buster Scruggs ითამაშებს. 132-წუთიანი სურათის პრემიერა ზაფხულში ვენეციის კინოფესტივალზე შედგება. 

ტომ უეითსის გარდა, ნამუშევარში მონაწილეობას მსახიობები ტიმ ბლეიკ ნელსონი, ზო კაზანი, ჯეიმს ფრანკო და სხვები მიიღებენ.

ტომას ალან უეითსმა მუსიკალური კარიერა 1971 წელს დაიწყო. მან გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ორჯერ მოახერხა. 2010 წელს არტისტი ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone ყველა დროის 100 საუკეთესო სონგრაითერს შორის დაასახელა. 2011-ში კი ტომი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული