Thumbnail

ნახეთ: Arctic Monkeys-მა The White Stripes-ის სიმღერა The Union Forever დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა Arctic Monkeys დეტროიტში გამართულ კონცერტზე ცნობილი ამერიკული დუეტის The White Stripes სიმღერის The Union Forever ალტერნატიული ვერსია შეასრულა. კომპოზიციის ორიგინალი ჩანაწერი ჯგუფის 2001 წელს გამოცემულ ალბომში White Blood Cells არის წარმოდგენილი.

► ნახეთ: Arctic Monkeys-მა The Stroke-ის სიმღერის Is This It ქავერ ვერსია შეასრულა

 ნახეთ: ჯგუფმა Arctic Monkeys სტივენ კოლბერის შოუში The Ultracheese შეასრულა

► ნახეთ: ჯგუფმა Arctic Monkeys სიმღერაზე Tranquility Base Hotel & Casino კლიპი გადაიღო

Arctic Monkeys 2002 წელს ინგლისის ქალაქ შეფილდში შეიქმნა. 2006 წელს მუსიკოსების მიერ გამოშვებული სადებიუტო ალბომი Whatever People Say I Am, That's What I'm Not ბრიტანეთში დღემდე ყველაზე სწრაფად გაყიდულ ჩანაწერად რჩება. ჯგუფი Brit Awards-ზე 7-ჯერ დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო კოლექტივად. ამის გარდა, Arctic Monkeys მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ბენდია, რომელმაც პოპულარობა ინტერნეტის საშუალებით მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული