Thumbnail

ნახეთ, ვინ იმღერებს არეტა ფრანკლინის დაკრძალვის ცერემონიაზე

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

სოულის ლეგენდას არეტა ფრანკლინს 31 აგვისტოს დაკრძალავენ. ცნობილია, რომ ცერემონიაზე გარდაცვლილი მომღერლის პატივსაცემად სტივი უანდერი, ჩაკა ხანი, ჯენიფერ ჰადსონი, ფეით ჰილი, რონ იზლი, იოლანდა ადამსი და სხვები იმღერებენ. მანამდე კი, 28-29 აგვისტოს მუსიკოსის სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

► არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა 

► ნახეთ: გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე არეტა ფრანკლინი სახლში კომპოზიციას ასრულებს

► NASA-მ არეტა ფრანკლინის პატივსაცემად ერთ-ერთ ასტეროიდს Aretha უწოდა

სოულის ლეგენდა, ამერიკელი მუსიკოსი არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ცოტა ხნის წინ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. 

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული