Thumbnail

ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი რეჯინალდ ნოუბლი, ფსევდონიმით Redman, მსმენელს კიდევ ერთ ახალ კომპოზიციას 1990 NOW სთავაზობს. 90-იანი წლების აღმოსავლეთ სანაპიროსთვის დამახასიათებელი ჟღერადობის ტრეკი რეპერის მომავალი ალბომის Muddy Waters Too ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: Redman-მა კომპოზიციაზე YA! კლიპი გადაიღო 

► ნახეთ: რედმენმა I Love Hip Hop ტრეკზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა 

რედმენი წარმატებული რეპერი, დიჯეი და მსახიობია. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990 წელს დაიწყო და ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერიც გამოუშვა. სოლო კარიერის გარდა, რეჯინალდმა ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Wu-Tang Clan ერთ-ერთ წამყვან წევრთან, მეთოდ მენთან ერთად დუეტიც ჩამოაყალიბა. მათი მთავარი მიღწევა კომერციულად მომგებიანი ერთობლივი ნამუშევარი Blackout! გახლავთ. 2001 წელს კოლეგებმა კომედიური ჟანრის პოპულარულ ფილმში How High მთავარი როლებიც შეასრულეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული